17 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
"ხვალ გადაწყდება საქართველოს ბედი: ან აღმშენებლობა, ან ჭაობი" - გიორგი ვაშაძე შემაჯამებელ შეხვედრას მართავს

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ამომრჩეველთან შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრას მართავს.

"ხვალ გადაწყდება საქართველოს ბედი. ან აღმშენებლობა, ან - ჭაობი. 27 ნომრის და "სტრატეგია აღმაშენებლის" შემოხაზვა - ეს ნიშნავს აღმშენებლობის დაწყებას ქვეყანაში; ნიშნავს სიღარიბის დამარცხებას ქვეყანაში; ნიშნავს სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში; ნიშნავს ეკონომიკური კოლაფსიდან გამოსვლას ქვეყნის; ფართომასშტაბიან რეფორმებს ყველა მიმართულებით, რომელმაც უნდა მოიტანოს სიკეთე პენსიონრებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ყველა თაობის ადამიანისთვის; ნიშნავს კრიმინალის და კრიმინოგენული ვითარების დასტაბილურებას ქვეყანაში; ნიშნავს, რომ ქვეყნის სათავეში მოდის საქმის მკეთებელთა გუნდი," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები