17 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
40 000 ადამიანიდან სიაში მეათედი აღმოჩნდა - ლევან ნატროშვილი თვითიზოლაციაში და სტაციონარში მყოფ ამომრჩეველზე

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერ ლევან ნატროშვილის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში ან სტაციონარში მყოფი 36 000 ადამიანი 31 ოქტომბერს ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლებით ვერ ისარგებლებს. 

"ვფიქრობდით, რომ მეორე მიდგომა აჯობებდა იმას, რაც ცესკომ აირჩია. ის ადამიანები, ვინც იყვნენ თვთიზოლაციაში და მოხვდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სიებში, ავტომატურად შეყვანილი ყოფილიყვნენ გადასატანი ყუთის სიებში და მათ, ვისაც არ სურდა, სახლში მისულიყო გადასატანი ყუთი, დაერეკათ და ამოწერილიყვნენ. ამ შემთვევაში, უფრო დიდი რაოდენობა იქნებოდა საარჩევნო სიაში ჩაწერილი, ვსაუბრობთ 40 000 ადამიანზე, რომლის მეათედიც აღმოჩნდა ამ სიაში. 

ვვარაუდობთ, რომ 36 000 ადამიანში იქნებიან დარჩენილები, ვინც არ იცოდენენ ამის შესახებ, ან ცდილობდნენ და ვერ დაუკავშირდნენ. დავტესტეთ სისტემა და ათი წუთის შემდეგ ითიშებოდა, გადატვირთული იყო, ამიტომ არის, რომ მცირე რაოდენობა დარეგისტრირდა,"-განაცხადა "დღის კურიერში" ლევან ნატროშვილმა. 

დღის ამბები