ხმების მობილიზაციისთვის დაქირავებული ოფიცრები და პოლიციის წარმომადგენლები - გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ მმართველ პარტიას ბრალი ხმების გაყალბებაში დასდო.
დეკანოიძის მტკიცებით, პოლიციელები, რომლებმაც საკუთარი ხმის მიცემის უფლება მოითხოვეს, პასუხად იღებენ, რომ ისინი არჩევნების დღეს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ და ხმის მიცემას ვერ შეძლებენ.
"არავის არ აქვს უფლება ჩამოართვას ხმა ნებისმიერ ადამიანს და დიახ, პოლიციელს, რომელიც გათვალისწინებულია და გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. არავის აქვს უფლება პოლიციელი ატაროს ბიძინა ივანიშვილის და მათი მსახურების ხმების მოსაგროვებლად და გადააქციოს უბნის კოორდინატორებად. ჩვენ დავიცავთ ყველა გამარჯვების შემდეგ ყველა ღირსეული პოლიციელის ინტერესებს," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.