17 ნოემბერი 2024,   19:58
ვრცლად
წინასაარჩევნო კამპანია დასრულდა - რას ჰპირდებიან პოლიტიკური პარტიები მოქალაქეებს

ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია დასრულდა. პოლიტიკურმა პარტიებმა მხარდამჭერებთან ბოლო შემაჯამებელი შეხვედრები გამართეს.

იმისთვის, რომ ქვეყანაში აღმშენებლობის პროცესი დაიწყოს , "სტრატეგია აღმაშენებელი" მიიჩნევს, რომ ხვალინდელ არჩევნებში მათ უნდა გაიმარჯვონ. პარტიის ლიდერმა დღეს ტრაქტორი გამოიყენა და მძიმე ტექნიკის მუშაობა სამოქმედო გეგმებს და პრიორიტეტებს შეადარა.

ამომრჩეველთან შეხვედრით დაასრულა საარჩევნო კამპანია "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა მხარდამჭერებს პირობა მისცა, რომ გამარჯვების შემთხვევაში საცხოვრებლად ნაძალადევში ქირით გადავა.

მხარდამჭერებს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა დღეს "ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეებმა". სპეციალურ ბრიფინგზე ელისაშვილმა "ქართული ოცნების" 8 წლიანი მმართველობა შეაჯამა.

საარჩევნო კამპანია და პროგრამა შეაჯამეს დღეს პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის" ისნის რაიონში, აქ მმართველი გუნდიდან კენჭს კახი კახიშვილი ყრის, ის ამომრჩეველს პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის მერმა წარუდგინეს.

დღის ამბები