17 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
"ხვალინდელი დღე არის "ქართული ოცნებისა" და ქართველი ხალხის მორიგი გამარჯვების დღე - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ხვალ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

"ხვალინდელი დღე არის "ქართული ოცნებისა" და ქართველი ხალხის მორიგი გამარჯვების დღე. ამ დღეს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს სიყალბესა და ბოროტებას, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეკლესიურ პოლიტიკურ ძალას. ამ დღეს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებას, განვითარებას, მხარს დაუჭერს პოლიტიკურ ძალას, რომელსაც უყვარს სამშობლო, რომელიც სათანადო პატივს მიაგებს ეკლესიას, რომლისთვისაც უზენაესი ღირებულებაა ადამიანი განურჩევლად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა პოლიტიკური, მსოფლმხედველობითი თუ პირადი შეხედულებებისა," - განაცხადა კობახიძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, ქვეყნის წინსვლას ვერავინ შეაჩერებს და ხვალ მმართველი ძალა ისევ გაიმარჯვებს.

ლევან კობიაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" ხვალ გამარჯვებას მოიპოვებს.

"ჩემი საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე ყოველთვის ვიყავი კარგი გუნდის, კარგი მოთამაშე და პოლიტიკაშიც ზუსტად ვარ ამ არაჩვეულებრივი, ძლიერი და მაგარი გუნდის კარგი წევრი," - აღნიშნა კობიაშვილმა და მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობიაშვილს წარადგინა.  

 

დღის ამბები