17 ნოემბერი 2024,   19:57
ვრცლად
120 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი და 30 მაჟორიტარი - დღეს ბოლო არჩევნებია, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება

მეათე მოწვევის პარლამენტში იქნება 120 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი და 30 მაჟორიტარი. დღეს ბოლო არჩევნებია, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება.

ქვეყნის კონსტიტუცია, მომდევნო არჩევნებიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულად ის კანდიდატები ჩაითვლებიან, რომლებიც ხმების ნახევარზე მეტს მიიღებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინიშნება მეორე ტური.

მეორე ტური ტარდება არჩევნებიდან მესამე შაბათს, კონკრეტულ თარიღს პრეზიდენტი ნიშნავს. მასში მაჟორიტარობის ის ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, ვინც პირველ ტურს სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში უნდა გაიმართოს. სხდომას პრეზიდენტი ნიშნავს. კონსტიტუციით, პარლამენტი მუშაობას იწყებს, თუ სხდომას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა ესწრება.

პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან, უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.

დღის ამბები