ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კოორდინაციას გაუწევს საელჩოს დამკვირვებელთა ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს მასშტაბით დღევანდელ არჩევნებზე დააკვირდებიან.
კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ხმა.
"ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს ამ არჩევნებს და დიდი სურვილი აქვს, რომ არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიაროს. თუმცა, საქართველოში არჩევნების წარმატებით ჩატარება საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ქართველი ხალხის ხმა არჩევნებში ისმოდეს," - განაცხადა კელი დეგნანმა.
კელი დეგნანმა ამომრცევკებს ქართულადაც მიმართა.
"ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებს, შეერთებული შტატების 75 წარმომადგენელი აკვირდება. მოვუწოდებ ყველას გაიკეთონ პირდბადეები, დაიცვან დაისტანცია და მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში,"- განაცხადა კელი დეგნანმა.