"ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან აღნიშნა, რომ ხმა ცვლილებებსა და ვარდნის შეჩერებებს მისცა.
"ხმა მივეცი იმას, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ თავი დავაღწიოთ ყველა იმ კრიზისს, რომლის წინაშეც ვდგავართ. მე მივეცი ხმა ვარდნის შეჩერებას, ცვლილებებს და ახალი დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას,"- განაცხადა "ლელოს" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ.