15 საათისთვის საპარლამენტო არჩევნებზე საქარტველოს მთელ ტერიტორიაზე აქტივობა 36.45% -ია.
როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, არჩევნებში მონაწილეობა 1 279 947 ამომრჩეველმა მიიღო.
ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია 49.5 %, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში - 33.9%.
ცესკოს ინფორმაციით, თბილისში ამომრჩევლის აქტივობა, 15:00 საათის მონაცემებით, 34.2%-ია.