17 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
მმართველი გუნდი გამარჯვებაში დარწმუნებულია - ხელისუფლებაში ამბობენ, რომ პროვოკაციების შემთხვევაში პასუხი ადეკვატური იქნება

ამომრჩეველთა რაოდენობამ წლევანდელ ერთიან საარჩევნო სიაში 3 526 023 ადამიანი შეადგინა.

მთავრობამ ხმის მიცემა დღეს დილიდან დაიწყო. "ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება - მომავალს მივეცი ხმა" - განაცხადა საარჩევნო უბნიდან გამოსულმა გიორგი გახარაიამ, რომელიც დღეს მეუღლესთან ერთად ხმის მიცემის მსურველთა რიგშიც იდგა.

ოჯახთან ერთად მივიდა უბანზე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნების", დაახლოებით, ას მანდატზე საუბრობდა.

ხმა მისცა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც მოქალაქეებს წესების დაცვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ თავად არჩევანი ქვეყნის განვითარებაზე და ევროპულ ფასეულობებზე გააკეთა.

მმართველი გუნდი გამარჯვებაში დარწმუნებულია. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროვოკაციების ან დესტაბილიზაციის შემთხვევაში პასუხი ადეკვატური იქნება.

დღის ამბები