17 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ხმის მიცემა დილიდანვე დაიწყეს - პარლამენტში სულ 30 მაჟორიტარი შევა

ცესკოს მონაცემებით, დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა, დილის 10 საათისთვის 8 % იყო, უკვე ორ საათში კი, შუადღის 12 საათისთვის, თავისი არჩევანი უკვე გაკეთებული ჰქონდა ამომრჩეველთა, დაახლოებით, 20%-ს. 

დილიდან ყველაზე აქტიური იყო რაჭა-ლეჩხუმი. 15 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა თითქმის 37%-მდე გაიზარდა. ცესკოს მონაცემებით, შუადღის სამ საათზე არჩევნებში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული 1 279 947 ამომრჩეველს. 

საარჩევნო უბნებზე დილიდან გამოცხადდნენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. 

დღევანდელი არჩევნების შედეგად პარლამენტში სულ 30 მაჟორიტარი დეპუტატი შევა, მათგან 8 თბილისის წარმომადგენელი იქნება, 22-მა კი ამომრჩევლის უფლებები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის მასშტაბით უნდა დაიცვას. 

დღის ამბები