17 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
სააკაშვილმა იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში, როგორც ვიცი გამოგდებას უპირებენ - კახა კალაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის მიმართვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს უკრაინაში საკუთარ სამსახურზე ზრუნვისკენ მოუწოდა.

კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წინასწარი მონაცემებითაც "ქართული ოცნება" იმარჯვებს. 

"მიხეილ სააკაშვილს შეუძლია იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში. როგორც მაქვს ინფორმაცია, მას გამოგდებას უპირებენ და მისი მთავარი საზრუნავი იქნება, როგორმე შეინარჩუნოს სამსახური უკრაინაში.

ყველა იმ კრიტიკული მედიის არხებზე გასული ე.წ. წინასწარ მონაცემებში, იქაც კი, იმ ფეიკ მონაცემებში ლიდერობს ქართული ოცნება, რომელმაც გაიმარჯვა, იმ გაყალბებულ ნიუსებშივე,"-განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები