17 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
ახალციხეში ბოლო მონაცემებით 21 484 -მა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი

ახალციხეში ბოლო მონაცემებით 21 484 -მა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 63.16 % პროცენტს შეადგენს.

ახალციხის 37-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საოლქო კომისიაში შესულია 2 საჩივარი, რომელიც სააგიტაციო მასალის არასწორად გაკვრას ეხება.

კომისიის თავმჯდომარის თეა გავაშელის თქმით, საჩივრები ძირითადად პროცედურულია და შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

რაც შეეხება მოსახლეობის აქტივობას, თეა გავაშელი აცხადებს, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად ახალციხეში, ამომრჩევლის უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. 

დღის ამბები