"ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" უკვე სახელისუფლებო პარტიაა. ამის შესახებ ბარამიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
"უკვე აღარაა ოპოზიციური, უკვე სახელისუფლებოა, შეიძლება ასეც ვთქვათ…" - განაცხადა ბარამიძემ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის შეწყვეტის შემდეგ.