"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელიც გუშინ საარჩევნო პროცესში დაფიქსირდა. მათ შორის არის საარჩევნო უბნების გარეთ ფიზიკური დაპირისპირებები, დამკვირვებლებისთვის და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევა და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მათ მიერ დაფიქსირებული 170 დარღვევისა და 46 საჩივრის ანალიზის საფუძველზე ცალსახაა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები, წინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.