17 ნოემბერი 2024,   19:57
ვრცლად
მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნებს 22:00 საათიდან მუშაობა აეკრძალათ

მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნებს 22:00 საათიდან მუშაობა აეკრძალათ. გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გამოაცხადა.

"თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში და ბათუმში რესტორნების მუშაობა იყო შეზღუდული 22:00 საათიდან. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ იქ გამართული ღონისძიებებისა და წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების მაღალი რაოდენობა, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რესტორნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშაონ 22:00 საათამდე," - განაცხადა ცქიტიშვილმა.

დღის ამბები