15 მაისი 2024,   22:25
ვრცლად
რუსეთის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მალე იქნება მიღებული - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი

რუსეთის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მალე იქნება მიღებული - ეს განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა გააკეთა.

ბრიფინგზე საუბრის დროს პრაისმა აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია პირველივე დღიდან ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა რუსეთის რეჟიმს პასუხი აგებინოს მტრული ქმედებებისთვის.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი აკვირდება რუსეთში მიმდინარე მოვლენებს და სწორედ, შესაბამისი დასკვნის მიღების საფუძველზეც მოხდება მათი მხრიდან რეაგირება.

დღის ამბები