17 მაისი 2024,   16:15
ვრცლად
მელიას გირაოს ევროკავშირი გადაიხდის, მაგრამ თუ ფიქრობს, რომ მისი ღირსება უფრო მაღლა დგას, ცოტა ხანი კიდევ დარჩება და ამნისტიით გამოვა - შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის გირაოს ევროკავშირი გადაიხდის, თუმცა თუ ნიკა მელია ფიქრობს, რომ მისი ღირსება უფრო მაღლა დგას, ვიდრე ქვეყნის სტაბილურობა, ცოტა ხანი მოცდა მოუწევს და ამნისტიით მაინც გამოვა, დასძინა პაპუაშვილმა. 

"ევროკავშირი გადაიხდის გირაოს და ნიკა მელიას შეუძლია ნებისმიერ მომენტში გამოვიდეს, თუ ეჩქარება თავისუფლებაზე გამოსვლა, გირაო გადაიხდება. მაგრამ ის თუ ფიქრობს, რომ მისი ღირსება უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველო, სტაბილურობა, კი ბატონო, ცოტა ხანი დარჩება, ამნისტიის კანონი მიღებული იქნება და შემდეგ უკვე ამნისტიით ეპატიება ის სავარაუდო დანაშაული," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები