12 მაისი 2024,   04:21
ვრცლად
სად მდებარეობს ციხე, რომლის დატოვებაც პატიმრებს არ სურთ - ყველაზე სასტიკი დამნაშავეები სასჯელს გისოსების გარეშე იხდიან

ჰალდენის ციხე ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე "მკაცრი" დაწესებულებაა. აქ მხოლოდ სასტიკი და ცივსისხლიანი დამნაშავეები იხდიან სასჯელს. მსჯავრდებულების ყოველდღიური ყოფა კი ნამდვილად გამაოგნებელია და საერთოდაც, სიტყვა მკაცრი თავის სახელს არ ამართლებს.

ინტერნეტზე წვდომა, ტელევიზია, ვიდეო-თამაშები, კეთილმოწყობილი სახელოსნოები, ეს სრული ჩამონათვლის მცირე სიაა, რომელზეც პატიმრებს ხელი მიუწვდებათ. მსგავსი ლიბერალური პირობები გამაოგნებელია სხვა ქვეყნებისთვის.

არანაირი გისოსები ფანჯრებზე, მეგობრული გარემო, მუსიკა, ბასრი საგნები თამამადაა განლაგებული სამზარეულოებში, მოკლედ რომ ვთქვათ, ნორვეგიის მთავრობისთვის სასჯელად "პატიმრობაც" სრულიად საკმარისია.

ამ ციხეზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს დისციპლინა, რომელიც ჰალდენის დაწესებულებაში სუფევს. დღის განმავლობაში პატიმრები თითქმის არ არიან საკნებში ჩაკეტილები, მათ თავისუფლად შეუძლიათ ერთმანეთთან მიმოსვლა, სასურველი საქმის კეთება და სხვა.

ციხის დირექტორი ერთ-ერთ ინტერვიუში იმასაც კი ამბობს, რომ მისთვის წარმოუდგენელია ნებისმიერი სახის ძალადობა მის ციხეში. სტაფი, რომელიც პატიმრებს აკვირდება და აკონტროლებს, არ არის შეიარაღებული. ისიც აღსანიშნავია, რომ პერსონალი მხოლოდ 2 კურსიან სწავლებას გადის. სწავლის კურსი კი სრულიად განსხვავებულია სხვა ქვეყნებისგან. ისინი შეისწავლიან ფსიქოლოგიას, პატიმრებთან სწორ ურთიერთობასა და კომუნიკაციას.

"ჩვენ პატიმრებზე მეტი ოფიცრები გვყავს, ყოველთვის ვცდილობთ უწყვეტი კომუნიკაცია დავამყაროთ მსჯავრდებულებთან, გავიგოთ მათი გასაჭირი, დავეხმაროთ პრობლემების გადაჭრასა და თავიანთი თავის რეალიზაციაში. ზედამხედველობა ნორვეგიის ციხეში ფსიქოლოგობის შეთავსებას ჰგავს, ჩვენ ვართ მათი მთავარი მწვრთნელები და მოტივატორები" - აცხადებს ციხის დირექტორი.

ნიუ-იორკის მთავარი ციხის ყოფილი ხელმძღვანელი  ჩრდილო-ევროპული მიდგომებით გაოგნებულია და ინტერვიუში ისიც განაცხადა, რომ ეს მეთოდები საკმაოდ კარგად მუშაობენ. სტატისტიკის მიხედვით კი, ნორვეგიაში ყოფილი პატიმრების თავიდან დაკავების, ან ციხეში დაბრუნების პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მცირეა

კანონის მიხედვით, მაქსიმალური სასჯელი 21 წლიანი პატიმრობაა.

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები