დღეს უნდა დაასრულოს თბილისის მთავრობამ იმ დოკუმენტზე მუშაობა, რომლითაც განისაზღვრება როგორ და რა პრინციპით გადანაწილდება თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე. ასევე როდიდან შეძლებენ ისინი კომპენსაციის მიღებას.
დოკუმენტი შესაძლოა დღესვე გადაეგზავნოს საკრებულოს, რომელსაც შესაბამისი წესები ჯერ კიდევ გუშინ უნდა დაემტკიცებინა, თუმცა მერიამ დოკუმენტის მხოლოდ სამუშაო ვარიანტი მიაწოდა.
დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი საკრებულოში, დახურულ კარს მიღმა მერიის წარმომადგენლებსა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის კამათის ფონზე მიმდინარეობდა. რა საკითხებზე ვერ თანხმდება საკრებულო და მერია, ჯერ-ჯერობით უცნობია.
25 მილიონი ლარის ათვისების შესახებ მომზადებული პროექტი საკრებულომ კვირის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.