20 ნოემბერი 2024,   20:16
ვრცლად
მარჯანიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის ჩავარდნა წყლის მილის დაზიანებამ გამოიწვია

მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე გზის ასფალტის ჩავარდნის მიზეზი წყლის მილის დაზიანება გახდა.

წყალმა მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზია და სილამაზის სალონი დატბორა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ თანამშრომლები მუშაობდნენ.

მნიშვნელოვნად დაზიანდა ასფალტის საფარი, რომლის აღდგენაც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

 
დღის ამბები