20 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
აქცია გამსახურდიას ქუჩაზე-შეკრებილები დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ

გამსახურდიას ქუჩის მცხოვრებლები 23-ა ნომერში დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ.

მათ ამ მოთხოვნით აქციაც გამართეს, რომელიც დღეს მათი თქმით, მერიასთან გაგრძელდება. ადგილობრივები ხეების მოჭრასაც აპროტესტებენ.

ამ ტერიტორიაზე სამშენებლო კომპანია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს.

თბილისის მერიაში ამ საკითხზე კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.

 

 
დღის ამბები