საუნივერსიტეტო საქმიანობაში სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სრულფასოვნად მონაწილეობის მიზნით, კანონმდებლობებში შესატანი ცვლილებები განიხილეს პრემიერთან ერთად კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს სხდომაზე.
ცვლილებათა პაკეტის თანახმად, განისაზღვრება და დაზუსტდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამართლებრივი სტატუსი.
„ამ საკანონმდებლო ცვლილებით დარეგულირდება დღემდე გადაუჭრელი ის პრობლემები, რომლებიც კვლევით დაწესებულებებს აქვთ, განსაკუთრებით მათ, რომლებიც იყვნენ სტატუსის გარეშე დარჩენილები,“ - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
კანონპროექტი პარლამენტს მთავრობის სხდომაზე განხილვის შემდეგ გადაეგზავნება.