13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ბრიტანეთის საელჩოში საქველმოქმედო მიღება გაიმართა.
ღონისძიებაში ქართველი მომღერლებიც მონაწილეობდნენ, ასევე გამოფენილი იყო სხვადასხვა სიმბოლური ნივთი გასაყიდად. ადგილზე შეგროვდა შემოწირულობებიც.
შემოსული თანხა მთლიანად დაზარალებულებს მოხმარდებათ. საღამო საქართველოში ბრიტანეთის ელჩის ინიციატივით გაიმართა.