რა ინფორმაცია აქვს საქართველოს მოსახლეობას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით? ეს არის იმ კვლევის ნაწილი, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დღეს გაასაჯაროებს.
მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის 90 პროცენტი არის ინფორმირებული, რომ ქვეყანა გადადის ციფრულ მაუწყებლობაზე, 49 პროცენტმა კი არ იცის, როგორ უნდა მოემზადოს ამისთვის.
კვლევა ასევე მოიცავს, ინფორმაციას მედიის თავისუფლების შესახებაც.