20 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
საბავშვო ბაღებში თავდაპირველად სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვები დარეგისტრირდებიან

ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო.

როგორც დედაქალაქის მერი დავით ნარმანია აცხადებს, დღეს 13 საათიდან,  რეგისტაციას გაივლიან სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვები, ასევე ჩვილ ბავშვთა სახლების ბენეფიციარები.

„დღეს 13 საათიდან რეგისტრაციას გაივლიან  სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ფილიალის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საჭიროების მქონე ოჯახის შვილები და ასვე იმ ოჯახის შვილები, რომელთა ერთი ან მეტი ბავშვი უკვე სარგებლობს საბავშვო ბაღის მომსახურებით,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერის თქმით, დღეს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახის შვილებიც გაივლიან რეგისტრაციას.

ნარმანიას განცხადებით, საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის შემდეგი ეტაპი 8 ივლისს, 13 საათზე დაიწყება, სადაც უკვე ყველა სხვა დანარჩენი კატეგორიის ბავშვები დარეგისტრირდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები