ვანის ქუჩაზე მდებარე საწყობში აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები. წინასწარი ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ვანის ქუჩაზე იმყოფებიან იმ ობიექტის ხელმძღვანელებიც, სადაც აფეთქება მოხდა. თუმცა ისინი „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს გადაღების საშუალებას არ აძლევენ და არც კითხვებზე პასუხობენ.
"კურიერის" ჟურნალისტები ცდილობენ საქმის დეტალების დადგენას და ამ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.