პარტია „თავისუფალი საქართველოს“ გენერალური მდივანი ალეკო შალამბერიძე გარდაიცვალა. მან რამდენიმე დღის წინ ოპერაცია გაიკეთა.
შალამბერიძის ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს აპრლამენტმა. ის რამდენიმე მოწვევის დეპუტატი იყო
ის 2004-2009 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. ასევე იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი.
1991 წლიდან შალამბერიძე პრეზიდენტის რეგიონალური სამსახურის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელობდა. 1996-1999 წლებში კი თბილისის მერიის განყოფილების გამგე იყო.