20 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
„ეს პროცესი თვიდან ბოლომდე იყო აგებული დიდი ტყუილებზე," - დავით ლორთქიფანიძე biletebi.ge-ს ირგვლივ მიმდინარე პროცესზე

ფეხბურთის ფედერაციის მუშაობას საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილი უარყოფითად აფასებს. დეპუტატმა დავით ლორთქიფანიძემ ზვიად სიჭინავას ვადაგასული პრეზიდენტი უწოდა და მოითხოვა რომ სათანადოდ გამოიძიონ შესაბამისმა უწყებებმა biletebi.ge-ს ირგვლივ მიმდინარე პროცესი.

„ეს პროცესი თვიდან ბოლომდე იყო აგებული დიდი ტყუილებზე. გაგახსენებთ, რომ თავიდან ფედერაცია ამბობდა იმას, რომ არანაირ კავშირი ხელშეკრულებასთან არ ქონდათ, რომელიც გაფორმდა თითქოს იუეფასა და biletebi.ge-ს შორის. სამი დღის შემდეგ აღიარეს, რომ ისინი იყვნენ გამტარი და მათ მხოლოდ კონტრაქტი გააფორმეს, თავიდან ამბობდნენ, რომ თითქოს თანხა ჩაერიცხა biletebi.ge-ს, მაგრამ გუშინ წინ ფედერაციის ვადაგასულმა პრეზიდენტმა, აღიარა, რომ ეს თანხა ფედერაციამ biletebi.ge-ს არ ჩაურიცხა. ჩვენ ფულს ესე ჰაერში არ ვისვრითო. იქნებ ის 45 ათასი ევრო იყო იმისთვის აუცილებელი, რომ biletebi.ge-ს წესიერად ჩაეტარებინა ეს პროცედურა,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა დათო ლორთქიფანიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები