იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესიაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ანგარიში წარადგინა. რის შედეგადაც კომიტეტის რეზოლუციაში აღინიშნა, რომ 2016 წელს, მომდევნო სესიაზე, კომიტეტი გარანტირებულად განიხილავს საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან მცხეთის ისტორიული ძეგლების ამოღების საკითხს.