20 ნოემბერი 2024,   20:17
ვრცლად
გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს

გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს. ადგილობრივები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ 25 დღეა სოფელი უწყლოდ არის დარჩენილი და წლით მომარაგებისთვის რამდენიმე ათეული კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ. ადგილობრივ ხელისუფლებაში პრობლემას წყლის მიმწოდებელი ტრანსფორმატორის დაზიანებას აბრალებენ.

კონსტრუქციის შესაკეთებლად დღეს ტექნიკური სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც მელაანელების პრობლემის მოსასმენად ადგილზე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ღვინიაშვილი ჩავიდა. სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, სოფელს წყალმომარაგება დღის ბოლოს აღუდგება.

 
დღის ამბები