20 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
საპატრულო პოლიციამ ზურაბ ხარატიშვილი დააკავა

საპატრულო პოლიციამ თბილისის მერიასთან ზურაბ ხარატიშვილი დააკავა. პოლიტიკური ორგანიზაცია "სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის" ხელმძღვანელი ზურაბ ხარატიშვილი თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობის დროებით ჯებირზე დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით პლაკატებს აკრავდა, რის გამოც იგი პატრულმა თავდაპირველად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მიზეზით 50 ლარით დააჯარიმა, შემდეგ კი დაუმორჩილებლობის გამო ის დააკავეს და შსს-ში გადაიყვანეს. ხარატიშვილის ადვოკატის განცხადებით მას სავარაუდოდ რამდენიმე საათში გაათავისუფლებენ. 

საპატრულო პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. აქციის მონაწილეები მომხდარს "პოლიტიკურ დაკვეთას" უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ მათ პლაკატების გაკვრის უფლება ჰქონდათ.

„ალტერნატიულმა მერიამ“ დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით სამოქალაქო მოძრაობა დღეს დაიწყო. აქცია დედაქალაქის მერიასთან ამ წუთებშიც გრძელდება.

დღის ამბები