ნაფეტვრები შესაძლოა გარე სამყაროს მოწყდეს, მიზეზი 5 კილომეტრიანი გზაა, რომელიც 13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანდა.
გზის რამდენიმე მონაკვეთზე დიდი ნაპრალებია გაჩენილი რის გამოც საავტომობილო გზაზე მოძრაობა თითქმის შეუძლებელია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ რამდენჯერმე მიმართეს მცეთის გამგეობას და საჭირო ღონისძიებების გატარების ნაცვლად მხოლოდ დაპირებები მიიღეს.
დღეს "კურიერის" ჟუნრალისტი მცხეთის გამგებელსაც გაესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ პრობლემის შესახებ ინფორმაცია აქვს და გზის აღდგენითი სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება.
ნაფეტვრებში წყლის პრობლემაზეც საუბრობენ. წყალდიდობის შემდეგ ჭაში წყალი ამღვრეულია და მას სასმელად ვეღარ იყენებენ. სტიქიამდე ადგილობრივი მოსახლეობა ჭის წყალს ხმარობდა.
გარდა ამისა ადგილობრივების თქმით 13 ივნისის სტიქიის გამო ნაფეტვრებში გზასთან ერთად რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც დაზიანდა.
ავტორი: ნათია მღებრიშვილი