რამდენიმე საათის წინ უკრაინაში ქართველი მებრძოლი კონსტანტინე ლაშხია დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" უკრაინაში მერძოლმა დავით მაყიშვილმა დაუდასტურა. ამ დროისათვის ცხედარი მარიოპოლის პროზექტურაშია გადასვენებული, თუმცა როდის მოხდება მისი გადმოსვენება ჯერჯერობით უცნობია.
ასევე უცნობია რა გარემოებაში დაიღუპა ქართველი სამხედრო. კონსტანტინე ქალაქ სოხუმიდანაა, ის დედისერთაა, დარჩა მეუღლე და ორი შვილი .