20 ნოემბერი 2024,   20:20
ვრცლად
უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი აზოვის ზღვაში იპოვეს

უკრაინაში კიდევ ერთი გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი კონსტანტინე ლაშხია ატოს ზონაში აზოვის ზღვაში იპოვეს. ამ დროისათვის ცხედარი მარიუპოლის პროზექტურაშია გადასვენებული. როდის მოხერხდება მისი გადმოსვენება ჯერჯერობით უცნობია, ასევე გაურკვეველია რა გარემოებაში დაიღუპა ქართველი სამხედრო.

კონსტანტინე ლაშხია უკრაინაში რვა თვის წინ წავიდა, ის სოხუმიდანაა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები