აქცია მიმდინარეობს ქუთაისში ამ წუთებში. ქალაქის მერიასთან საკოლმეურნეო ბაზრის მოვაჭრეები გარე ვაჭრობის აკრძალვას ითხოვენ.
შეკრებილები შეხვედრას ქალაქის მერთან ითხოვდნენ, თუმცა შოთა მურღულია მათ არ შეხვდა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ზედამხედველობის სამსახურის ხელმძვანელმა უპასუხა. ის ამბობს, რომ მათ გარემოვაჭრეების დაჯარიმების უფლება არ აქვთ და მხოლოდ სიტყვიერი მითითებით შემოიფარგლებიან.