სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან 200 კგ საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღო.
შპს „ბექა 2015“-ის მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ორ ტან-ხორცს არ ჰქონდა დამღა, ანუ საქონელს არ ჩატარებია დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა.
შესაბამისად, რეალიზატორმა დოკუმენტური შემოწმებისას ვერ წარმოადგინა ვეტერინარული მოწმობა ფორმა N2, რის გამოც დაჯარიმდა 1000 ლარით.
ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.