20 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
სტიქიით დაზარალებული წყნეთისხევის მოსახლეობა კომპენსაციების დროულად გაცემას მოითხოვს

წყნეთისხევის ქუჩის მცხოვრებლები მათი საკუთრების დაცვასა დ კომპენსაციების სწრაფად გაცემას მოითხოვენ.

სტიქიით დაზარალებულებს არ მოსწონთ, რომ გაწმენდის პროცესში, ტექნიკა მათი სახლების შემორჩენილ ნაწილებს ანგრევს, ვიდრე მათი ზარალის ანაზღაურება დაიწყება.

დაზარალაბულები იმასაც მოითხოვენ, რომ ფულადი კომპენსაცია სწრაფად და მათი ზარალის შესაბამისად გაიცეს.

ვაკის გამგებელი ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ კომპენსაციების გაცემა საერთო წესის დადგენისთანავე, რამდენიმე დღეში დაიწყება.

ლაშა აბაშიაძემ ასევე განმარტა, რომ წყნეთისხევის ქუჩაზე შენობები აღდგენას არ ექვემდებარებოდა და ადგილობრივების საკუთრება გაწმენდით სამუშაოებში სწორედ ამიტომ მოჰყვა.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები