02 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
"გადამყიდველებისგან შეძენილი ბილეთებით სტადიონზე ვერ მოხვდებით,"-biletebi.ge საზოგადოებას აფრთხილებს

"გადამყიდველებისგან შეძენილი ბილეთებით სტადიონზე ვერ მოხვდებით,"- ეს განცხადება "რუსთავი 2"-თან საუბრის დროს biletebi.ge-ს ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა გააკეთა. 

ჩხიკვიშვილის განცხადებით biletebi.ge-დან ნაყიდ ბილეთებზე დატანილია სახელი და გვარი და იდენტიფიკაციის კიდევ სხვა რამდენიმე ნიშანი, რომლით სარგებლობა მყიდველის გარდა სხვა პირს არ შეუძლია. 

biletebi.ge-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ გადამყიდველებისგან ბილეთის შეძენა მოხდება აღნიშნული მოქალაქე სტადიონს გარეთ დარჩება. 

"ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, ასეთი ბილეთის ყიდვის შემთხვევაში ეს ადამიანი სტადიონზე ვერ მოხვდება. შესასვლელთან მოხდება ყველა ბილეთის შემოწმება. თან ადამიანმა, რომელმაც ჩვენ ვებგვერდზე ერთი ბილეთი იყიდა შეიძლება ამობეჭდოს და სხვა ადამიანებს მიყიდოს, მაგრამ ვიმეორებ ეს ადამიანები ასეთი ბილეთებით სტადიონზე ვერ მოხვდებიან, თუ მათი პირადი მონაცემები ბილეთზე დატანილს არ დაემთხვევა,"- აცხადებს biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორი. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათია, ერთ-ერთ ქართულ უფასო განცხადებების საიტზე სუპერთასის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ფასი 150 ლარიდან იწყება და 300$-ით მთავრდება. 

 

 

 
დღის ამბები