სახალხო დამცველი პარლამენტში იმყოფება და დეპუტატების კითხვებს პასუხობს. სხდომაზე შეკითხვა მმართველი კოალიციის დეპუტატმა ლუკა კურტანიძემაც დასვა. კურტანიძე დაინტერესდა თუ ვინ დაიცავდა საქართველოში კაცთა უფლებებს.
"ჩვენ ვლაპარაკობთ უმცირესობებათა უფლებების დაცვაზე, სექსუალურ უმცირესობათა უფლებებზე, კაცთა უფლებებზე ვინ უნდა იზრუნოს? არის თუ არა გარანტია, რომ კაცის უფლებები იქნება დაცული,"- აცხადებს კურტანიძე.
დეპუტატის კითხვაზე სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს ჩაეცინა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული.