სუპერთასის 6 ბილეთი ათას 300 დოლარად უცხოელებისთვის კი უფრო ძვირად-4 ათასზე მეტი გაყიდული ბილეთის შემდეგ ქართულ ინტერნეტ სივრცეში ბილეთების გადაყიდვა დაიწყო.
ერთი ბილეთის ფასი 300 დოლარიდან იწყება, 6-ივეს ყიდვის შემთხვევაში კი ქართველებისთვის ფასდაკლება მოქმედებს და ათას 300 დოლარად არის შესაძლებელი.
ერთ-ერთი პიროვნება რომელიც ბილეთებს ინტერნეტში ყიდის ამბობს, რომ მან 10 ბილეთი ერთი შესვლით და სხვადასხვა პირადობის მოწმობით შეიძინა. ბილეთების მისგან შეძენის შემთხვევაში კი ამბობს, რომ სტადიონზე ერთად შეხვალთ და პრობლემა არ შეიქმნება.
"6 მაქვს გასაყიდი სულ თუ იყიდი ათას 300 $-ად მოგცემ ათას 200-იანი მყავს უკვე. წინააღმდეგი ვარ გადაყიდვების, მაგრამ 10 ბილეთი უცებ ვიყიდეთ, არც კი გვეგონა, რომ შევიდოდით, მერე სახელფასო კარტა გვქონდა ბარემ ვიყიდოთო და უბანში თუ ვინმეს მოუნდებოდა მივცემდით, მერე ოთხს დასჭირდა და 6 დაგვრჩა ისე. უცხოელს შეიძლება არც დავუკლო და უფრო ძვირადაც მივყიდო,"- აცხადებს საუბარში პირი, რომელიც ბილეთებს ყიდის.
აღნიშნული პირის განცახდებას, რომ ერთი შესვლით 10 ბილეთი სხვადასხვა პირადობის მოწმობით შეიძინა biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორი არ ეთანხმება.
გიორგი ჩხიკვიშვილი ამბობს, რომ ერთ მომხმარებელს მხოლოდ 4 ბილეთის შეძენა შეეძლო.
"არ შეეძლო იმის გამო, რომ ყიდვის შემდეგ როცა მომხარებელი გადადის ბილეთზე ამის შემდეგ ხდებოდა მომხმარებლის რიგიდან ამოვარდნა. ანუ თავიდან უნდა დაეკავებინა რიგი არ ვიცი შეიძლება მომხმარებელი ამბობს, მაგრამ ეგრეა თუ არა მეორე საკითხია. ბილეთი როგორც გამოჩნდება სისტემაში სპეციალური გადამრთველი ირთვება და ნებისმიერი შემდეგი გვერდის ჩატვირთვისას ვარდება მომხმარებელი და გადადის რიგის ბოლოში,"-აცხადებს biletebi.ge -ს ტექნიკური დირექტორი გიორგი ჩხიკვიშვილი.