ბათუმში მრავალფუნქციური სტადიონის მშენებლობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ტენდერში გამარჯვებულ ესპანურ კომპანიასთან აჭარის მთავრობამ კონტრაქტი გაწყვიტა.
აჭარის ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დაპროექტებისას კომპანიამ დამატებითი ხარჯები მოითხოვა.
კონტრაქტის დეტალებზე არ საუბრობენ IBERPROEXS ENGINEERING AND PROJECT MANAGEMENT–ის წარმოამდგნელბი, მათი მტკიცებით ოფიციალური ინფორმაცია გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღიათ.
ბათუმში სტადიონის აშენების გადაწყვეტილება მთავრობამ წინა ხელისუფლების დროს მიიღო, კომპლექსი 35 ათას მაყურებელს დაიტევდა და მისი ღირიბულება 50 მილიონი ლარი იყო.
რომელი კომპანია დააპროექტებს ბათუმის სტადიონს ჯერჯერობით უცნობია, გაურკვეველია ისიც, აშენდება თუ არა სპორტული კომპლექსი.
ავტორები: ნათია მღებრიშვილი, თეა ვარშალომიძე.