38 ათასი აბიტურიენტი სტუდენტობისთვის იბრძვის, თუმცა ამ ციფრს 600–ზე მეტი უკვე გამოაკლდა.
ეროვნული გამოცდების პირველივე დღეს რამდენიმე ათეული აბიტურიენტი გამოცდაზე არ გამოცხადდა, 2 არასწორ მისამართზე გამოცხადდა- თბილისის მაგივრად ერთი გორში, მეორე კი თელავში ჩავიდა.
გამოცდიდან აბიტურიენტები სხვადასხვა დარღვევბის გამოც მოიხსნენ. მათგან ერთი არაფხიზელი მდგომარეობისთვის, ხოლო ერთ-ერთმა აბიტურინეტმა საათში ჩამონტაჟებული ფოტოაპარატის მეშვეობით საგამოცდო ტესტები გადაიღო და მობილურზე გადააგზავნა.
წელს 38 ათას 700-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული, მათ შორის 11 მსჯავრდებული. გამოცდების პირველი სესია საქართველოს 11 ქალაქის 19 საგამოცდო ცენტრში ჩატარდა.
ავტორები: ირინა კეჭაყმაძე, გიორგი პერტია, გივი კაჭარავა.