ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირებით გაგრძელდება.
საგამოცდო პროცესი კვლავ ორ ნაკადად ჩატარდება. პირველი ნაკადი ტესტზე მუშაობას 9 საათზე შეუდგება, რეგისტრაცია კი დილის 8 საათზე დაიწყება.
პირველ დღეს როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა, თუმცა 4 აბიტურიენტი ტესტირებიდან მოიხსნა. 600 კი საერთოდ არ გამოცხადდა.
მთლინობაში გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი პირველ დღეს დადებითად აფასებს.
წელს 40 ათასამდე აბიტურინეტი იყო რეგისტრირებული, თუმცა ნაწილი პროცესს გამოეთიშა. აბიტურიენტებმა ოთხი სავალდებულო ტესტირება უნდა გაიარონ. გამოცდები 22 ივლისს დასრულდება.