02 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
15 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის შესაძლოა ქართველი მოხვდეს

15 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის შესაძლოა ქართველი მოხვდეს. ნიკოლოზ ბასილაშვილი გუშინდელი გამარჯვების შემდეგ დღეს ესპანელ ჩოგბურთელს რობერტო ბაუტისტას შეხვდება.

ბაუტისტა მეოცე ნომრად განთესილი ჩოგბურთელია. შეხვედრა დღეს დღის მეორე ნახევარში გაიმართება. 

გუშინ კი ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეთხუთმეტე ნომრად განთესილი ესპანელი ჩოგბურთელი ფელიციანო ლოპესი 5 სეტში დაამარცხა. 

თუ ქართველი ჩოგბურთელი დღესაც გაიმარჯვებს, ნიკოლოზ ბასილაშვილი 15 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის მოხვდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები