ეროვნული გამოცდები გრძელდება. საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტები დღესაც ქართულ ენასა და ლიტერატურას აბარებენ.
გამოცდებზე დღეს 20 ათასამდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
გუშინ, როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა, თუმცა 4 აბიტურიენტი ტესტირებიდან მოიხსნა 605 კი საგამოცდო ცენტრში საერთოდ არ გამოცხადდა.
აბიტურიენტებმა ოთხი სავალდებულო ტესტირება უნდა გაიარონ. გამოცდები 22 ივლისს დასრულდება.