20 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
შოთა არველაძე "ტრაბზონის" მწვრთნელი გახდა - მისი ხელფასი წელიწადში მილიონ ევროს აჭარბებს

2 ივლისს, გვიან ღამით თურქული "ტრაბზონის" ოფიციალურმა საიტმა გამოაცხადა, რომ შოთა არველაძე გუნდის ახალი თავკაცი გახდა, მან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა კლუბთან.

არველაძე უკვე შეხვდა კლუბის სპორტულ დირექტორ სულეიმან ჰურსა და კლუბის გამგეობის ხელმძღვანელ მეჰმეთ თეზის.

უკვე ცნობილია ისიც, რომ ქართველი სპეციალისტი კლუბს შეკრებაზე ჰოლანდიაში წაიყვანს.

თურქული მედიის მტკიცებით, ქართველი სპეციალისტი წელიწადში 1,2 მილიონ ევროს მიიღებს.

 
დღის ამბები