უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს კონსტანტინე ლაშხიას უახლოეს დღეებში საქართველოში გადმოასვენებენ. დღეს საღამოს იგეგმება მისი გადასვენება კიევში, სადაც ხვალ პანაშვიდი გაიმართება. ამის შემდეგ მებრძოლის ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ.
საქართველოს საელჩო ყველა პროცესში ჩართულია. ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა კონსულმა დონეცკში ირაკლი ადვაძემ განაცხადა.