საქართველო ახალ საფეხბურთო სკანდალში ეხვევა. აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაცია ქართველი გულშემატკივრების აგრესიული საქციელის გამო საქართველოსაგან ოფიციალური ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ინფომაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო haqqin.az ავრცელებს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უკვე მიმართა ოფიციალური განცხადებით მიეცეს თბილისის დინამოს გულშემატკივრების შეურაცხყმყოფელ საქციელს შეფასება და მიიღოს სათანადო ზომები.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ გუშინ "დინამო თბილისსა" და აზერბაიჯანული "გაბალის" მატჩის შემდეგ ქართველმა გულშემატკივრებმა სცემეს აზერბაიჯანელი სტუმრები, რის შემდეგაც წაართვეს აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშა და ის ფეხით გათელეს.
"სავარაუდოდ უეფას საჩივრით მიმართავს საფეხბურთო კლუბ "გაბალის" პრეზიდენტი" განაცხადა აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სპიკერმა მიკაილ ნარიმანოღლუმ.