20 ნოემბერი 2024,   20:20
ვრცლად
საკრებულოში მერიასა და დაზარალებულებს შორის შეთანხმების დოკუმენტი მიიღეს

თბილისის საკრებულოში სტიქიით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების შესახებ მერიასა და დაზარალებულებს შორის შეთანხმების დოკუმენტი მიიღეს.

თბილისის ვიცე-მერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე კატეგორას, რომლის მიხედვითაც დაიყოფიან დაზარალებულები.

იმ ოჯახედბიდან, რომლებსაც სრულად გაუნადგურდათ ქონება, პრიორიტეტი მიენიჭება ოჯახებს, რომელთა არცერთ წევრს არ გააჩნია საცხოვრებელი. თითოეულ დაზარალებულს გადაეცემა საოჯახო პაკეტი, რომლის მინიმალური რაოდენობა იქნება 8 ათასი ლარი, ხოლო მაქსიმალური 10 ათასი ლარი.

„დაზარალებულ ოჯახებს, რომელთა, არცერთ წევრს არ გააჩნიათ საცხოვრებლად უსაფრთხო სხვა უძრავი ქონება, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ დაზარალებულ ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 100 ათასი ან ნაკლები სარეიტინგო ქულა, მრავალშვილიან და დაზარალებულ ოჯახებს, რომლის წევრიც არის ორსული ან მეძუძური დედა, დაზარალებულ ოჯახს, რომლის წევრი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და დაზარალებული ოჯახი, რომლის ერთ-ერთი წევრი არის ომის ვეტერანი-ეს იქნება პირველი პრიორიტეტი იმ კატეგორიებში, რომლებსაც სრულად გაუანადგურდათ თავიანთი უძრავი ქონება,“ - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ზარალის ანაზღაურება კი სავარაუდოდ მას შემდედ დაიწყება, რაც საკრებულო დოკუმენტზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

დღის ამბები